ჩოგბურთი

8:12 | 9.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

რაფას და “ნოლეს” მეოთხედფინალები, მარეი დამარცხდა

 მონრეალის “მასტერზ1000”-ის პირველი მეოთხედფინალისტი რაფა ნადალი გახდა, რომელმაც პოლონელ იეჟი იანოვიჩს 7:6, 6:4 მოუგო. მატჩის მსვლელობისას ესპანელმა 3 ბრეიკი და 6 ეისი შეასრულა. მეოთხედფინალში რაფა ავსტრალიელ მარინკო მატოშევიჩს შეხვდება.

მეოთხედფინალში გავიდა ნოვაკ ჯოკოვიჩიც, თუმცა, ნადალისგან განსხვავებით, მან ერთი სეტი დათმო. უზბეკეთის სახელით მოთამაშე დენის ისტომინმა სერბს პირველი პარტია 6:2 მოუგო, მაგრამ შემდგომ რეიტინგსიის ლიდერმა იყოჩაღა, მიჯრით 2 სეტში 6:4, 6:4 იმარჯვა და მეოთხედფინალში რიშარ გასკეს შეხვდება.

დამარცხდნენ ენდი მარეი და ხუან მარტინ დელ პოტრო. უიმბლდონის შოტლანდიელ ჩემპიონს ლატვიელმა ერნესტს გულბისმა 6:4, 6:3 მოუგო, ხოლო არგენტინელს კანადელმა მილოშ რაონიჩმა 7:5, 6:4 სძლია. მეოთხედფინალში ერთმანეთს სწორედ გულბისი და რაონიჩი შეხვდებიან. კიდევ ერთი სამეოთხედფინალო წყვილი რუსმა დავიდენკომ და კანადელმა პოსპიშილმა შეადგინეს.

0.114205