ჩოგბურთი

12:30 | 9.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

რაფამ სტანისლასი ნახევარფინალში “გაიყოლა”

 Barclays ATP World Tour Finals-ის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში მსოფლიო რეიტინგსიის ლიდერმა რაფა ნადალმა ჩეხო ტომაშ ბერდიხი 6:4, 1:6, 6:3 დაამარცხა და ამ შეჯიბრების დებიუტანტი სტანისლას ვავრინკა ნახევარფინალში “გაიყვანა”. თავად ნადალმა დამაჯერებლად დაიკავა პირველი ადგილი და მომდევნო მატჩში როჯერ ფედერერსა და ხუან მარტინ დელ პოტროს შორის მოგებულს შეხვდება.

“შვეიცარიელიცა და არგენტინელიც მეტად რთულად დასაძლევი მოწინააღმდეგები არიან. ამ საფარის კორტზე ორივემ კარგად იცის, როგორ უნდა ითამაშოს ეფექტურად ჩემთან დაპირისპირებისას. ერთადერთი შანსი საუკეთესო თვისებების ბოლომდე გამოვლენაა. იმედია, ნახევარფინალში უფრო ძლიერად ვითამაშებ, ვიდრე ჯგუფურ ეტაპზე”, - რაფას ასპარეზობის გაუმჯობესების იმედი ნახევარფინალში აქვს.

ტომაშ ბერდიხს რაც შეეხება, დასავლეთსლავი ნადალთან ნამატჩევს ჟურნალისტებს გაუნაწყენდა და განაცხადა, რატომ გაგიკვირდათ, მეორე პარტია 6:1 რომ მივიგეო. “მოხარული ვარ, კლასიფიკაციაში მეხუთე ადგილზე რომ გადავინაცვლებ. მთლიანობაში სეზონით კმაყოფილი ვარ”, - დასძინა ტომაშმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115408