ჩოგბურთი

21:24 | 26.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

რაფამ ჯინეპრის 3 გეიმი დაუთმო

საფრანგეთის ღია პირველობის მოქმედმა ჩემპიონმა რაფა  ნადალმა წლევანდელი ტურნირის სასტარტო მატჩში ამერიკელი რობი ჯინეპრი 6:0, 6:3, 6:0 გაანადგურა. მატჩი საათსა და 42 წუთს გაგრძელდა, რაფამ 8 ბრეიკი, ერთიც ეისი შეასრულა და ჯინეპრისთან პირადი შეხვედრების ანგარიში 2:0 გახადა.

შეგახსენებთ, შარშანდელი “როლან გაროსის” ფინალში მალიორკელმა ნადალმა ვალენსიელი დავიდ ფერერი 6:3, 6:2, 6:3 დაამარცხა და მიჯრით მეოთხედ იმარჯვა ბულონის ტყის კორტებზე მიმდინარე წლის მეორე სადიდსლემო შეჯიბრებაზე. რაფას სულ რვაჯერ მოუგია საფრანგეთის ღია პირველობა, დიდი სლემის ტურნირების ტრიუმფატორი კი 13-ჯერ იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.073244
სარეკლამო ადგილი - 99
X x X