“მანჩესტერ იუნაიტედის” განაპირა მცველი რაფაელი კვლავ ვერ ვარჯიშობს და ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩში “ბაიერნის” წინააღმდეგ მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
რაფაელმა ტრავმა “ასტონ ვილასთან” გამართულ შეხვედრაში მიიღო და მან მოედანი შესვენებაზე დატოვა. როგორც გაირკვა, ფეხბურთელს ბარძაყის დაზიანება აქვს, რის გამოც მას დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია.
კარგი ამბავი ისაა, რომ “ასტონ ვილასთან” გამართული თამაშის შემდეგ, სრული დატვირთვით ვარჯიშობენ რიო ფერდინანდი, კრის სმოლინგი და ჯონი ევანსი.