ჩოგბურთი

11:28 | 16.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

რაფაელ ნადალმა ბერლოკი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა

ბრაზილიის ქალაქ სან პაულუში მსოფლიო რეიტინგის მე-5 ჩოგანი რაფაელ ნადალი ტიტულისკენ წარმატებულ სვლას აგრძელებს. 26 წლის ესპანელმა მეოთხედფინალურ ეტაპზე, მძიმე ბრძოლაში არგენტინელი კარლოს ბერლოკი დაამარცხა (3:6, 6:4, 6:4) და ნახევარფინალშიც გააღწია.

შეხვედრის სტარტზე მოვლენები მოულოდნელად განვითარდა და 30 წლის ბერლოკმა მეტოქისთვის პირველი სეტის ართმევა შეძლო (6:3), თუმცა შემდეგ "თიხნარის მეფე" გამოფხიზლდა, მეორე პარტიის მე-10 გეიმში ბრეიკი შეასრულა და სეტებს შორის ანგარიშიც გათანაბრდა - 1:1 (3:6, 6:4). გადამწყვეტ პარტიაში ბერლოკი ბრეიკით ისევ წინ გავიდა, თუმცა ამჯერადაც რაფაელმა მოახერხა მატჩის შემობრუნება, მან ორჯერ აართვა საკუთარი მოწოდება კარლოსს და მძიმე ბრძოლაში იმარჯვა.

შეხვედრა 2 საათსა და 24 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში რაფას ანგარიშზე 5 ეისი და 3 ორმაგი შეცდომა გახლდათ. მისმა მოწინააღმდეგემ კი 7 ეისის წილ 5 ორმაგი დაუშვა. ჩოგბურთელთა კარიერაში ეს მათი პირველი დაპირისპირება აღმოჩნდა.

ტურნირის ნახევარფინალურ სტადიაზე ნადალი კიდევ ერთ არგენტინელს - მარტინ ალუნდს დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ ასპარეზობას გამოთიშა იტალიელი ფილიპო ვოლანდრი - 7:5, 7:6 (5).

 

გიორგი ბარბაქაძე

0.122529