წარმოშობით მალიორკელი, მსოფლიოში სახელგანთქმული ჩოგანი რაფაელ ნადალი, მშობლიურ საფეხბურთო კლუბ “მალიორკას“ თავგადაკლული ქომაგია.
მაგრამ, ამ რამდენიმე ხნის წინათ გავრცელდა ხმა, რომ ნადალმა “მალიორკელებს“ უგანა და არგენტინულ საფეხბურთო კლუბ “ესტუდიანტესის“ თაყვანისმცემელი გახდა.
ნადალმა ქომაგთა წევრობის დამადასტურებელი მოწმობაც კი აიღო და ვარაუდობენ, რომ მშობლიურ “მალიორკას“ თავისივე მეგობრის, ჩოგბურთელ ხუან მონაკოს გავლენით “უღალატა“, რომელიც ბავშვობიდანვე არგენტინული ფეხბურთის ფანია.