ფეხბურთი

10:14 | 16.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

რაფაელ ბენიტესი: “პირველ ტაიმში გაგვიჭირდა”

 

ევროპის ლიგის მიმდინარე სეზონის ტრიუმფატორ ლონდონის “ჩელსის” გუნდის თავკაცი რაფაელ ბენიტესი თავაწეული დატოვებს. ლისაბონის “ბენფიკას” დამარცხების შემდეგ, ესპანელი სპეციალისტი ერთობ კმაყოფილი გახლდათ.

“მიმაჩნია, რომ მეორე ტაიმში ბრწყინვალე ფეხბურთი ვაჩვენეთ. შეხვედრის პირველ ნახევარში, პრობლემები გვქონდა. ჩვენ ხომ ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ... მიხარია ყველა იმ ფეხბურთელის წარმატება, რომელიც “ჩელსიში” ირიცხება. ჩემს ფეხბურთელებს მძიმე მატჩი ჰქონდათ, რადგან თითოეულ ეპიზოდში მაქსიმალურად იბრძოდნენ. გამარჯვება დავიმსახურეთ, რადგან მთელი სეზონი მუხლჩაუხრელად ვმუშაობდით”, - ციტირებს ბენიტესის სიტყვებს Sky Sports-ი.

შეგახსენებთ, რომ “ამსტერდამ არენაზე” გამართულ ფინალში, “ჩელსიმ” “ბენფიკას” 2:1 სძლია.

0.122921