ჩოგბურთი

20:35 | 28.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

რაფა საუკეთესო ესპანელია

 

მსოფლიო რეიტინგსიის პირველ ნომერ რაფა ნადალს ესპანეთის ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენისთვის განკუთვნილი თასი გადაეცა. პრიზის გადაცემის ცერემონიალი პოპულარული პირენული გამოცემა “მარკას” დაარსების 75 წლის იუბილეს დაამთხვიეს.

სადიდსლემო ტურნირების 13-გზის და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა ნადალმა ლეგენდარულ ველოსიპედისტ მიგელ ინდურაინსა და კალათბურთელ პაუ გასოლს გაასწრო, რომელთაც შესაბამისად მეორე-მესამე ადგილები დაიკავეს.

“მარკას” იუბილესა და დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალს სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლები დაესწრნენ, ესპანელ ჩოგბურთელთაგან კი რაფას გარდა ლილი ალვარესი, კონჩიტა მარტინესი, მანუელ ორანტესი, არანტა სანჩეს-ვიკარიო და მანუელ სანტანა გამოარჩიეს.

ფეხბურთელებს რაც შეეხება, ნომინანტებს შორის შემდეგი ლეგენდარული მოთამაშეები და მწვრთნელები დაასახელეს: კარლოს სანტილიანა, ლუის არაგონესი, ლუის მიგელ არკონადა, ვისენტე დელ ბოსკე, ხოსე ანტონიო კამაჩო, ენრიკე კასტრო კინი, ხოსე გარატე, ფრანსისკო ხენტო, რაულ გონსალეს ბლანკო, პეპ გვარდიოლა, ჩავი ერნანდესი, ფერნანდო იერო, ანდრეს ინიესტა, ხოსე ანხელ ირიბარი, ხოსე მარტინეს პირი, მიგელ მუნიოსი, “ლა კვინტა დელ ბუტრე”, ანტონი რამალიეტსი, ადელარდო როდრიგესი, სესარ როდრიგესი, ალფრედო დი სტეფანო, ლუის სუარესი, ფერნანდო ტორესი, დავიდ ვილია, ანხელ მარია ვილიარი, რიკარდო ზამორა, ტელმო ზარა.

 

0.127177