რაგბი

0:07 | 24.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“რადისონ ბლუ-საქართველო” საქართველოს რაგბის კავშირის მხარდამჭერი გახდა

23 ივლისს, „რადისონ ბლუმ“ (საქართველო) და საქართველოს რაგბის კავშირმა პარტნიორობის მემორანდუმი გააფორმეს. მხარეთა განცხადებით, ეს არის გრძელვადიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობის დასაწყისი, რომლის ფარგლებშიც არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდება.

“ჩვენ ვიყენებთ ნებისმიერ შანსს, შევიტანოთ წვლილი იმ ქვეყნის საზოგადოების განვითარებაში, სადაც სასტუმროებს ვამუშავებთ. რაგბი საქართველოში სპორტის ყველაზე წარმატებული სახეობაა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ქვეყნის ლიდერი სასტუმროების ქსელის სახელი ყველაზე წარმატებულ სპორტთან დაგვეკავშირებინა”, - განაცხადა “რადისონ ბლუ ივერიის“ აღმასრულებელმა მენეჯერმა ბერნარდ თომასმა.

“მინდა მადლობა გადავუხადო რადისონ ბლუს. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთ ცნობილ და წარმატებულ ბრენდთან ურთიერთობას. იმედი მაქვს, ეს თანამშრომლობა გაღრმავდება და მომავალში უფრო ბევრ ასპექტს მოიცავს. ეს კარგი მაგალითი და მოტივაციაა სხვა კომპანიებისათვის და ვიმედოვნებ, რომ კერძო სექტორი უფრო აქტიურად ჩაერთვება ქართული რაგბის მხარდაჭერაში“, - განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ.

www.rugby.ge

0.134226