იტალიური “ნაპოლის” ოფიციალურმა რადიოსადგურმა Radio Marte-მ, ორშაბათს, ექსკლუზიური ინფორმაცია გააჟღერა – ლონდონის “ჩელსიმ” ედინსონ კავანის ტრანსფერი გაჩარხა.
“ძალზე საიმედო წყაროსგან შევიტყვეთ, რომ “ჩელსი” და “ნაპოლი” კავანის ტრანსფერზე შეთანხმდნენ. 63 მილიონი არა, მაგრამ 58 მილიონი ევრო კი ნამდვილად დაუჯდებათ ლონდონელებს აღნიშნული ტრანსფერი. ურუგვაელი წელიწადში 8.5 მილიონ ევროს მიიღებს”, - ნათქვამია რადიოსადგურის განცხადებაში.
სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში, ამ ინფორმაციას ორივე კლუბის ოფიციალური საიტიც დაადასტურებს. შეგახსენებთ, რომ სადღეისოდ, კავანი ურუგვაის ნაკრებთან ერთად კონფედერაციის თასზე ასპარეზობს.