ფეხბურთი

13:05 | 17.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქვილითაიამ უნგრეთში პირველი დუბლი შეასრულა

 

უნგრეთის საფეხბურთო ლიგის თასზე “დიორის” ქართველმა ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ დუბლი შეასრულა. “დიორმა” სტუმრად თანაქალაქელ “დირმოტს” 4:1 აჯობა, ხოლო ქვილითაიამ ანგარიში 69-ე წუთზე გაათანაბრა, 81-ეზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 20 წლის თავდამსხმელმა, რომელიც “დიორში” ამ ზაფხულს გადავიდა, უნგრეთში დუბლი პირველად შეასრულა. ლიგის თასის პირველ ეტაპზე “დიორს” 4-გუნდიან ჯგუფში 4 ქულით მეორე ადგილი უკავია.

ესტონეთის მეისტრილიგის (უმაღლესი ლიგა) 29-ე ტურში, ტალინის “ფლორამ”, რომელშიც ზაქარია ბეგლარიშვილის გამოდის, სტუმრად “პაიდე” 2:1 დაამარცხა.

ქართველი შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 81-ე წუთზე შეცვალეს. რუსეთის მოქალაქე ფორვარდი ირაკლი ლოგუა თამაშში 43-ე წუთზე ჩაერთო. “ფლორა” 10-გუნდიან ჩემპიონატს 67 ქულით ლიდერობს.

იოხვის “ლოკომოტივი” გასვლაზე ტალინის “ნომე კალიუსთან” 0:9 დამარცხდა. თავდამსხმელმა ლაშა ნავერიანმა სტუმართა რიგებში 90 წუთი ითამაშა, ხოლო უკრაინის მოქალაქე ნახევარმცველი კოტე ალანია მხოლოდ სათადარიგოთა სკამზე ყოფნით შემოიფარგლა. “ლოკომოტივი” 9 ქულით ბოლოა.

ლიტვის A ლიგის 27-ე ტურში, “თრაკაი” სტუმრად “დაინავასთან” 0:2 დამარცხდა. ზედიზედ მეორე ტურია მცველი ნიკა აფაქიძე და ნახევარმცველი ბესო ამაშუკელი თრაკაელთა 18-კაციან განაცხადში არ იმყოფებოდნენ. “თრაკაი” 50 ქულით 10 გუნდში მეორეა.

გერმანიის მე-3 ლიგის მე-8 ტურში, “უნტერჰახინგი” სახლში ბილეფელდის “არმინიასთან” 1:3 დამარცხდა. საქართველოს მოქალაქე ნახევარმცველი ლუკას ჰუფნაგელი 18-კაციან განაცხადში იყო, მაგრამ თამაში არ მოუწია. “უნტერჰახინგი” 11 ქულით 20 გუნდში მეთორმეტეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.101605