ფეხბურთი

21:44 | 28.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქუთაისური დერბი ,,ტორპედოელთა’’ გამარჯვებით დასრულდა

დღეს ქუთაისის „ტორპედოს“  ბაზის ხელოვნურსაფარიან მინდორზე „ბენდელას თასის“ ჯგუფური ეტაპის შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს ადილობრივი „ტორპედო“ და რეგიონალურ ლიგაში მოასპარეზე  „ქუთაისი“ დაუპირისპირდნენ.

ქუთაისური დერბი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. მატჩის ბედი 76-ე წუთზე გადაწყდა. ,,ტორპედოში“ დაბრუნებულმა ბექა ტუღუშმა გოგიჩაიშვილის გადაცემით ისარგებლა და ზუსტი დარტყმით თავისიანებს გამარჯვება მოაპოვებინა.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ,,ტორპედოელები“ უკვე რიცხობრივ უმცირესობაში იმყოფებოდნენ. მეორე ყვითელი ბარათის მიღების გამო მარკოზაშვილი მოედნიდან გაძევებული გახლდათ.

,,ტორპედო” (ქუთაისი) - ,,ქუთაისი” (ქუთაისი1:0 (0:0)
28 იანვარი. ქუთაისი. ,,ტორპედოს ბაზა”. 14:30 სთ. 300 მაყურებელი    

„ტორპედო“: როინ კვასხვაძე, გურამ ადამაძე, ნიკა ხარაბაძე, ოლეგ მამასახლისი, ზურა გელაშვილი, ლევან ბერუაშვილი, ლევან მაჭავარიანი (ბექა ტუღუში 46), გოგი გოგიჩაიშვილი, დავით მეგრელიშვილი, თეიმურაზ მარკოზაშვილი, გიორგი ჭედია (გიორგი ხეცურიანი 20, ოთარ კვერნაძე 46).

მწვრთნელი: რევაზ ძოძუაშვილი

„ქუთაისი“: ბექა ფანცხავა, გიგა ბერიშვილი, საბა თვალავაძე, რამაზ ხურციძე, გივი კოხრეიძე, გიგა ტვილდიანი, გიორგი მაღლაკელიძე (თამაზ გორგოძე 70), ირაკლი ანთია, გიორგი ბულისკერია, შალვა გაბუნია (გაგა ჯებაშვილი 46), თორნიკე შენგელია.

მწვრთნელი: როლანდ ცუცქირიძე

გოლი: 1:0 ბექა ტუღუში (76)

გაძევება: თეიმურაზ მარკოზაშვილი

არბიტრი: გოგა კიკაჩეიშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114179