ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე ნონა გაფრინდაშვილის თასის A ტურნირს 2 ტურის შემდეგ 2-2 ქულით 9 მოჭადრაკე ლიდერობს, რომელთაგან 4 ქართველია.
ქულათა მაქსიმუმი ლევან ფანცულაიამ (საქართველო, 2590), ლუკა პაიჭაძემ (საქართველომ 2543), ანდრეი ბარიშპოლეცმა (უკრაინა, 2540), ჰოვანეს არზუმანიანმა (სომხეთი, 2137), ჰოვიკ აირაპეტიანმა (სომხეთი, 2438), დავიდ პარავიანმა (რუსეთი, 2428), შოთა აზალაძემ (საქართველო; 2498), მერი არაბიძემ (საქართველო, 2411) და დავიდ შაჰინიანმა (სომხეთი, 2383) მოაგროვეს.
მე-3 ტურში ერთმანეთს შეხვდებიან: აირაპეტიანი-ფანცულაია, პაიჭაძე-პარავიანი, არაბიძე-ბაირაშპოლეცი, აზალაძე-შაჰინიანი, ჰოვანისიანი (სომხეთი, 2592)-არზუმანიანი.
საპრიზო ფონდი