ერთწლიანი შესვენების შემდეგ ჰარი რედნაპის "ქუინზ პარკ რეინჯერსი" პრემიერლიგას დაუბრუნდა. "უემბლიზე" გამართულ ჩემპიონშიფის ფინალურ მატჩში ერთმანეთს "დერბი" და ქპრ დაუპირისპირდნენ.
მატჩში უპირატესობას "დერბი" ფლობდა. 60-ე წუთზე ქპრ-ს ნახევარმცველმა გარი ო’ნილმა წითელი ბარათი მიიღო. უმცირესობაში დარჩენილმა ლონდონელებმა მატჩის მოგება მაინც შეძლეს. 90-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ბობი ზამორას მეკარის საჯარიმოში ბურთი მიიღო და თითქმის 11 მეტრიდან მოჭრილი დარტყმით კლუბი პრემიერლიგაში აღზევა.
"ქუინზ პარკ რეინჯერსი", "ლესტერი" და "ბარნლი" შემდეგი სეზონის პრემიერლიგაში "ნორვიჩს", "ფულემს" და "კარდიფს" ჩაანაცვლებენ.
შეგახსენებთ, რომ ქპრ 2012/13 წლების სეზონის პრემიერლიგაში ბოლო ადგილზე 25 ქულით გავიდა.
გიორგი ბალახაძე