ფეხბურთი

19:31 | 2.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქინქლაძე პრემიერლიგის ყველაზე ორიგინალურ 25 ფეხბურთელს შორის

ბრიტანულმა BleaCherreport-მა, ინგლისური პრემიერლიგის 22-წლიან ისტორიაში, 25 ყველაზე გამორჩეული და უნიჭიერესი ფეხბურთელი დაასახელა. უფრო კონკრეტულად: გამოცემა წერს, რომ ეს 25 ფეხბურთელი სხვებზე მეტად აღაფრთოვანებდა გულშემატკივრებს თავისი ორიგინალური მოქმედებებითა და აფეთქებებით. ისეთი მოქმედებები, როგორიც ფეხბურთის გემოვნებიან ქომაგს უყვარს.

ქართველი გიორგი ქინქლაძეც სიაშია. "მანჩესტერ სიტის" ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი მოთამაშე – ადრე ვწერდით, რომ "ქინქი" ერთადერთი ყოფილი ფეხბურთელია, რომელიც "მანჩესტერ სიტის" პრემიერლიგის ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.  

აი, ვინ მოხვდნენ გამორჩეულ ფეხბურთელთა სიაში ქინქლაძის გარდა: დენის ბერხკამპი, ტიერი ანრი, ატილიო ლომბარდო, კარელ პობორსკი, პაოლო დი კანიო, ჟუნინიო პაულისტა, ჯეი-ჯეი ოკოჩა, პოლ გესქოინი, დავიდ სილვა, იურგენ კლინსმანი, არიენ რობენი, ხოსე დომინგესი, რობინიო, ჯანფრანკო ძოლა, მაიკლ ოუენი, ფაუსტინო ასპრილია, ჯო კოული, დიმიტარ ბერბატოვი, მარიო ბალოტელი, სტივ მაკმანამანი, დავიდ ჟინოლა, კრიშტიანუ რონალდუ, ერიკ კანტონა, მეტ ლე ტისიე.  

0.113535