ფეხბურთი

16:51 | 28.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქინქლაძე და კიდევ ცხრა ფეხბურთელი, რომელთაგან რუსეთში მეტს ელოდნენ …

რუსულმა Championat.ru-მ იმ 10 ფეხბურთელის სია ჩამოწერა, რომლებსაც დიდი სახელი ჰქონდათ, გადავიდნენ რუსულ კლუბებში და საკადრისად ვერ გაამართლეს. მათ შორის გიორგი ქინქლაძეც შეიყვანეს. “ქინქი” ყაზანის “რუბინში” 2005 წელს გადავიდა, 13 მატჩი ჩაატარა  და 2 გოლი გაიტანა. თუმცა, რუსული საიტი სწორად აღნიშნავს, რომ ქინქლაძე ყაზანში იმ დროს წავიდა, როცა კარიერის საუკეთესო წლები მოლეული ჰქონდა - 32 წლისა გახლდათ.

ქინქლაძის გარდა, ათეულში მოხვდნენ: მანიშე (პორტუგალია, მოსკოვის “დინამო”), კატანია (ბრაზილია, “კრილია”), მაქსი ლოპესი (არგენტინა, “მოსკვა”), კარლოს ედუარდო (ბრაზილია, “რუბინი”), ობაფემი მარტინსი (ნიგერია, “რუბინი”), ჯიბრილ სისე (საფრანგეთი, “ყუბანი”), ვილიანი (ბრაზილია, “ანჟი”), ზვეზდან მისიმოვიჩი (ბოსნია, მოსკოვის “დინამო”), დევიდ ბენტლი (ინგლისი, “როსტოვი”).


0.117695