ძიუდო

23:05 | 28.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქებაძის ბრინჯაო “ევროპის თასზე”

საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრმა ელენე ქებაძემ (+78 კგ) ჩეხეთის ქალაქ ლიბერეცში ამ უქმეებზე გამართულ საერთაშორისო ტურნირზე – “ევროპის თასზე” ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართული გუნდის უმძიმესმა წევრმა სულ სამი შეხვედრა ჩაატარა.

ქებაძე შეჯიბრებაში მეოთხედფინალიდან ჩაერთო და ოქრო-ვერცხლის შანსი უმალ დაკარგა, უკრაინელ ელიზავეტა კალანინასთან წაგებით. შემდეგ კი რეპეშაჟში გადაერთო და უზბეკი სანეიაიმ ერკინბაევა ვაზარით ჩამოიშორა, “ბრინჯაოს ფინალში” კი პოლონელ ანა ზალეჩნას ერთით ნაკლები გაფრთხილებით აჯობა.

ჩეხურ ტატამზე კიდევ ხუთი ქართველი გოგონა გავიდა. მათგან შედარებით შედეგიანად მარიამ ციხელაშვილი (57 კგ) გამოვიდა, რომელმაც ოთხი შეხვედრიდან ორი მოიგო და საბოლოოდ მე-9 ადგილი დაიკავა. სალომე აბაშიძე (52 კგ), სოფიო ბერიძე, ნინო მარტიაშვილი (ორივე 57 კგ) და თეა სუხიტაშვილი (70 კგ) კი ტურნირს საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშნენ.

0.12123