ჩოგბურთი

0:46 | 15.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთაგან თელავის ტურნირს მხოლოდ ბაკში შემორჩა

თელავში მიმდინარე ვაჟთა 10-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალში ერთადერთი ქართველი ჩოგბურთელი ითამაშებს. “უაილდ ქარდით” მოასპარეზე ალექსანდრე ბაკშიმ კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული – იაპონელი ჯუნ მიცუჰაში 6:4, 0:6, 6:2 დაამარცხა და მომდევნო რაუნდში რუს დანიილ მედვედევს გაეჯიბრება.

მერვედფინალში ირაკლი მეტრეველმა ჩილელ საავედრა-კორვალანთან 0:6, 1:6 წააგო, გიორგი ჯავახიშვილი პოლონელ არკადიუშ კოჩილასთან (მე-7) დამარცხდა – 3:6, 1:6, ხოლო გიორგი ცივაძე – რუს ევგენი ტიურნევთან – 2:6, 2:6.

წყვილებში ცივაძემ და რუსმა იარკოვმა პოლონელ ლიპკას და ხსენებულ საავედრა-კორვალანს 7:5, 4:6, 10:6 სძლიეს და ნახევარფინალში პირველი განთესვის მქონე ფრანგულ-შვეიცარიელ დუეტს (ბარერე-მარგაროლი) გაეჯიბრებიან.

მე-2 ნახევარფინალში პოლონელები – ჩიასი და ნოვაკი და რუსები – მურადაშვილი და ტურნიევი ითამაშებენ. ამ უკანასკნელთ ბაკშის და ჯავახიშვილს 6:0, 6:4 მოუგეს.

ბოლო ქართველი მონაწილე გამოეთიშა თელავშივე მიმდინარე ქალთა 10-ათასიან ტურნირს. თამარ კუტუბიძე მერვედფინალში მე-7 განთესვის მქონე ებრაელ სარაი შტერენბახს დაუპირისპირდა და 3:6, 4:6 წააგო.

ქართველთა გარეშე გაგრძელდება ასპარეზობა წყვილებშიც. “უაილდ ქარდის” მქონე ანა ქადაგიძე და რუსი ლიუდმილა გაზაევა ბელგიურ-სლოვაკურ დუეტთან (მაგენი-ვიენეროვა) 3:6, 0:6 დამარცხდნენ.

0.118287