ფეხბურთი

11:46 | 27.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა ტესტები: დვალიშვილი, "დნიპროს" სამეული, ლიპარტია, ღვინიანიძე

პოლონეთის ჩემპიონმა "ლეგიამ" სლოვაკურ "ჟილინასთან" ამხანაგურ მატჩში 1:1 ითამაშა. ლადო დვალიშვილი სასტარტოში გახლდათ და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. ქართველს იდეალური შანსიც ჰქონდა, მაგრამ მეკარემ აუღო ახლოდან დარტყმული. "ჟილინა" კი, როგორც იცით, ქუთაისის 'ტორპედოს" მეტოქე იქნება ევროპის ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე, ამიტომაც, მათ შემადგენლობას შემოგთავაზებთ:

დუბრავკა - მაბუკა, პიაჩეკი, ვავრო, ჩისაი - პეჩოვსკი - მიხალიკი, სკვარკა (ზუზიაკი), პაური (დედიჩი) - პიჩი, მაიტანი.

სლოვაკები აგებდნენ და 86-ე წუთზე 19 წლის ფორვარდმა რენე დედიჩმა გაათანაბრა. 

ახლა "დნიპროს" ტესტ-მატჩზე: უკრაინულმა გუნდმა 2:1 სძლია ხორვატულ "სპლიტს". სასტარტოში არცერთი ქართველი არ ყოფილა: ლობჟანიძემ და კანკავამ მეორე ტაიმი ჩაატარეს სრულად, ხოლო სანდრო კობახიძემ ბოლო ნახევარი საათი დაჰყო მინდორზე. "დნიპრო" შესვენებამდე აგებდა და ხორვატები ისევ ხორვატმა გაამწარა - ნიკოლა კალინიჩმა დუბლი მიითვალა.

ჯაბა ლიპარტიას "ზორიამ" სლოვენიურ "რუდარს" 1:0 მოუგო. ერთადერთი გოლი ლიპარტიას წაქცევისთვის დანიშნული პენალტით გავიდა მე-60 წუთზე. ჯაბამ მეორე ტაიმში ითამაშა.

მათე ღვინიანიძის "სევასტოპოლმა" 1:0 აჯობა გროზნოს "ტერეკს". ქართველი მცველი სასტარტოში გახლდათ და შესვენებაზე შეცვალეს. მათემ გაფრთხილება მიიღო.   


0.118991