ქართველი ჩოგბურთელი მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი საფრანგეთის ქალაქ დიჟონში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 15 ათასი დოლარი) ჩაერთო და პირველი გამარჯვებაც იზეიმა.
მაკამ კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული კინი ლაისნე (საფრანგეთი) 6:0, 7:6 (9:7) დაამარცხა, მერვედფინალში კი ასევე კვალიფიკაციიდან გამოსულ რუს ეკატერინა იაშინას გაეჯიბრება. ამ უკანასკნელმა მე-8 ნომრად განთესილ ტაილანდელ ნიჩა ლერტპიტაკსინჩაის 7:6 (7:3), 6:3 სძლია.
ანტალიის 10-ათასიანი შეჯიბრის საწყის წრეში პირველი ნომრის რუსი იულია კალაბინას დამარცხება მოახერხა სოფო ქვაცაბაიამ – 6:2, 6:1. სამწუხაროდ, გერმანელ ლინდა პრენკოვიჩთან საწყისივე შეხვედრა დათმო ეკატერინე გორგოძემ – 6:7 (3:7), 0:6.
წყვილებში ქართველმა ჩოგბურთელებმა ხსენებული პრენკოვიჩი და იაპონელი ფუჯიოკა დაჯაბნეს – 6:1, 3:6, 10:8 და მეოთხედფინალში რუსული ტანდემის (გაბუევა-გავეროვა) დადგებიან.
ყაზახეთში, შიმკენტის 10-ათასიანი ტურნირის პირველ რაუნდი დასძლიეს ალექსანდრე მეტრეველმა და გიორგი ჯავახიშვილმა. მეტრეველმა ბელარუს პაველ ფილინს 6:1, 7:6 (7:3) მოუგო, ჯავახიშვილმა კი რუსი ფიოდორ ჩერვიაკოვი დაამარცხა – 5:7, 6:2, 6:4.
მერვედფინალში მეტრეველი მე-5 რეიტინგის მქონე ყაზახ დენის იევსეევს გაეჯიბრება, ხოლო ჯავახიშვილი ძალებს ბულგარელ ალექსანდერ ლაზოვთან (მე-7 განთესვა) მოსინჯავს. წყვილებში მეტრეველმა და ხსენებულმა იევსევმა ყაზახურ-უზბეკურ დუეტთან (ბეკიმოვი-პულატოვი) 5:7, 5:7 წააგეს.