ფეხბურთი

15:22 | 29.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა გოლები "დნიპროსა" და "სკონტოში"

 

"დნიპრომ" საკონტროლო მატჩში 9:0 გაანადგურა უკრაინის პირველლიგელი "ნიკოლაევი". ამ შეხვედრაში ერთი გოლი სანდრო კობახიძემ გაიტანა, ერთიც – ჯაბა კანკავამ. კობახიძემ მე-10 წუთზე გახსნა ანგარიში, ჯაბამ კი გოლი 69-ეზე მიითვალა.

კობახიძემ პირველი ტაიმი დაჰყო მინდორზე, კანკავამ კი შესვენების შემდეგ ითამაშა.

ქართული გოლები გავიდა ლატვიის ჩემპიონატშიც, სადაც "სკონტომ" 3:1 სძლია "მეტას". მე-10 წუთზე ირაკლი კლიმიაშვილმა გახსნა ანგარიში, ხოლო 35-ეზე ლაშა დვალმა გაზარდა სხვაობა. ორივე მათგანმა შეუცვლელად ითამაშა.

თამაზ პერტიას გაწვრთნილი "სკონტო" 8-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს ჩემპიონატს. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116895