საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მესამე რაუნდში უდანაკარგოდ ასპარეზობს.
შეგახსნებთ, რომ სერბი სპეციალისტის იოვან პოპოვიჩის გაწვრთნილმა გუნდმა პირველ ტურში შვეიცარიას 24:7 სძლია, გუშინ კი ორი მატჩი ჩაატარა და კვლავაც წარმატებულად.
ქართველმა წყალბურთელებმა თავდაპირველად
ამგვარად, საქართველოს ნაკრებს მე-3 ეტაპზე 2 შეხვედრაღა დარჩა ჩასატარებელი: 9 ნოემბერს თბილისის დროით 22:30 საათზე სლოვაკეთთან, ხოლო 10-ში – 16:00 საათზე ტურნირის მასპინძელ პორტუგალიასთან.
როგორც უკვე ვიუწყებოდით, პირველ და მეორე შესარჩევ რაუნდებში ქართველმა წყალბურთელებმა ბრწყინვალედ ითამაშეს, ორივეჯერ პირველი ადგილი დაიკავეს და ევროპის შესარჩევი ეტაპის საერთო რეიტინგში საფრანგეთთან და რუსეთთან ერთად პირველ-მესამე ადგილებს ინაწილებენ.
პლეი-ოფში სულ 6 ნაკრები გადის. საქართველოს ამ ექვსეულში მოხვედრა თითქმის გარანტირებული აქვს. ახლა მთავარია, სამი რაუნდის შემაჯამებელ საერთო ცხრილში გუნდი მინიმუმ მესამე ადგილზე მაინც გავიდეს, რათა პლეი-ოფში უძლიერეს ევროპულ ნაკრებებს არ შეხვდეს.
აქედანვე ცნობილია, რომ მეოთხე-მეექვსე ადგილზე გასულ ნაკრებებს ევროსაგზურისთვის ბრძოლა ესპანეთთან, რუმინეთთან და ოლიმპიურ ჩემპიონ ხორვატიასთან მოუწევთ. პირველ სამეულს კი – ჰოლანდიასთან, თურქეთთან და მაკედონიასთან.
პლეი ოფიდან გასული ექვსი გუნდის გარდა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე უნგრეთი, სერბეთი, იტალია, ჩერნოგორია, საბერძნეთი და გერმანია ითამაშებენ. ამ ექვსეულმა ევროპირველობაზე გამოსვლის უფლება კონტინენტის წინა შეჯიბრების შედეგებით მოიპოვა.