სხვა

14:44 | 8.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა წყალბურთელებმა მონტენეგროს კლუბი დაამარცხეს

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც მონტენეგროში ევროპის ჩემპიონატის წინა დასკვნით შეკრებაზე იმყოფება, ადგილობრივ “იადრანთან” (ამ გუნდის ღირსებას სანდრო ბითაძე და ხვიჩა ჯახაიაც იცავენ) ტესტ-მატჩი ჩაატარა და 9:6 იმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი წყალბურთელები მონტენეგროში 5 ივლისიდან იმყოფებიან და ამ ქვეყანაში 10 ივლისამდე დარჩებიან. ამ დროის განმავლობაში, შესაძლებელია, საქართველოს ნაკრები გერმანიის ეროვნულ გუნდსაც გაეჯიბროს, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის ასევე მონტენეგროში ემზადება.

11 ივლისს კი ქართველი წყალბურთელები უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტს ეწვევიან, სადაც ევროპირველობა გახლავთ დაგეგმილი. როგორც უკვე ვიუწყებოდით, მომავალი ტურნირი 14-27 ივლისს ჩატარდება და მასში ევროპის 12 უძლიერესი ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. 

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები:

ზურაბ ჭუმბურიძე (მეკარე), ბექა კაპანაძე (მეკარე), ბექა ქავთარაძე, ზურაბ რურუა (კაპიტანი), მიხეილ ბაღათურია, გიორგი ხვედელიანი, კონსტანტინე გეგელაშვილი, ტატო ნიკოლეიშვილი, დამირ ცრეპულია, მარინო ფრანიჩევიჩი, მარკო ელეზი, მარკო ელაჩა, ალექსანდრე რუსიშვილი, ანდრია ბითაძე (სათადარიგო).

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ისელიძე

მწვრთნელი: იოვან პოპოვიჩი

მეკარეთა მწვრთნელი: გელა ტუკვაძე

მწვრთნელის ასისტენტი: გალაქტიონ ლაითაძე

ფიზიოთერაპევტი: მიხეილ აბრამიშვილი

ნაკრების მენეჯერი: დაჩი გელაძე

დელეგაციის ხელმძღვანელი: ლევან ბერიშვილი

 

2014 წლის ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში. 14-27 ივლისი. ბუდაპეშტი (უნგრეთი)

A ჯგუფი

მონტენეგრო, იტალია, საბერძნეთი, რუმინეთი, რუსეთი, საქართველო.

 

B ჯგუფი

სერბეთი, უნგრეთი, გერმანია, ხორვატია, საფრანგეთი, ესპანეთი

 

A ჯგუფის კალენდარი

14 ივლისი

რუმინეთი – საქართველო 15:00 საათი (თბილისის დროით)

ჩერნოგორია – საბერძნეთი

იტალია – რუსეთი

 

15 ივლისი

საქართველო – საბერძნეთი (13:30)

რუსეთი – ჩერნოგორია

რუმინეთი – იტალია

 

17 ივლისი

საბერძნეთი – რუსეთი

იტალია – საქართველო (13:30)

ჩერნოგორია – რუმინეთი

 

19 ივლისი

საქართველო – რუსეთი (15:00)

რუმინეთი – საბერძნეთი

იტალია – ჩერნოგორია

 

21 ივლისი

რუსეთი – რუმინეთი

საბერძნეთი – იტალია

ჩერნოგორია – საქართველო (13:30)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112567