საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის მე-2 ჯგუფური ეტაპიც გამარჯვებით გახსნა. მალტაში დაწყებული ტურნირის საწყის დღეს ქართველები
შეგახსენებთ, რომ პირველ ეტაპს თბილისმა უმასპინძლა და მაშინ ვლადიმერ ისელიძის მიერ გაწვრთნილმა ნაკრებმა დიდი ბრიტანეთი (12:3), პოლონეთი (16:10) და ჩეხეთი (16:5) იოლად დაამარცხა, უშუალო კონკურენტ სლოვაკეთთან კი ფრეს (7:7) დასჯერდა და 10 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.
ამჯერად, საქართველოს ნაკრები ჯგუფში მასპინელ მალტასთან, ხსენებულ ისრაელთან, ბელარუსთან და უკრაინასთან ერთად მოხვდა და როგორც აღვნიშნეთ, წარმატებული სტარტიც აიღო.
გუშინვე D ჯგუფის ერთ-ერთმა ფავორიტმა მალტამ მოულოდნელად ბელარუსთან 10:11 წააგო, რაც ასევე ჩვენს გუნდს უნდა აძლევდეს ხელს.
12 ივლისს ქართველი წყალბურთელები ისვენებენ, 13-ში კი მძიმე დღე ელით, რადგანაც დილას უკრაინას ეთამაშებიან, საღამოსკენ კი – ბელარუსს. ქართველებს დასკვნითი შეხვედრა 14 ივლისს მალტელთა წინააღმდეგ უწევთ.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 17 გუნდი ჯამში სამ ჯგუფურ ეტაპზე თამაშობს, შემდეგ კი საერთო ცხრილი შედგება და მოწინავე ექვსეული პლეი-ოფში გააღწევს.
უკვე ცნობილია, რომ პირველ-მესამე პოზიციებზე გასული გუნდები პლეი-ოფში გასული ევროპის ჩემპიონატის მეათე-მეთორმეტე ადგილოსნებს – ჰოლანდიას, მაკედონიას და თურქეთს გაეჯიბრებიან, ხოლო მესამე-მეექვსე ადგილოსნები – მეშვიდე-მეცხრე ადგილოსნებს – ესპანეთს, რუმინეთს და ხორვატიას.
პლეი-ოფის მატჩები მიმოსვლითი სისტემით ჩატარდება, გამარჯვებულები კი ფინალურ ეტაპზე პირდაპირ დაშვებულ ექვს გუნდს შეუერთდებიან. ესენი 2012 წლის ევროპირველობის მოწინავე ნაკრებები – სერბეთი, ჩერნოგორია, უნგრეთი, იტალია, გერმანია და საბერძნეთი არიან.
ცნობისთვის, 2014 წლის ევროპის ჩემპიონატი უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტში 13-26 ივლისს ჩატარდება.