საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა ფედერაციის თასის II ჯგუფის ევრო-აფრიკულ ზონაში მე-2 მატჩიც მოიგო და პლეი ოფში თამაში გაინაღდა.
სამხრეთაფრიკელებთან მატჩში მეტოქე მას შემდეგ დაწინაურდა, რაც მედრი ლე რუმ სოფო ქვაცაბაია 7:5, 6:3 დაამარცხა, თუმცა, ქართველებმა მდგომარეობის გამოსწორება მოახერხეს.
სოფო შაფათავამ აფრიკელთა პირველ ნომერ ჩანელ სიმონდსს 6:3, 6:3 სძლია, წყვილთა მატჩში კი იმავე შაფათავამ და ოქსანა კალაშნიკოვამ სიმონდსს და ნატალი გრენდინს 6:7 (3:7), 7:6 (8:6), 6:3 მოუგეს.
საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა მეტოქე 2:1 დაამარცხა და B ჯგუფს სათავეში ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებთან ერთად ჩაუდგა. ამ უკანასკნელთ ეგვიპტეს 2:1 სძლიეს და აგრეთვე ქულათა მაქსიმუმი აქვთ.
18 აპრილს საქართველო და ბოსნია-ჰერცეგოვინა ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და გამარჯვებული ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს.
უკვე ცნობილია, რომ A ჯგუფიდან პლეი ოფში თამაში ლიხტენშტეინმა და ფინეთმა გაინაღდეს, ხოლო ნახევარფინალური წყვილები როგორი შემადგენლობის იქნება, ბოლო ტურის შემდეგ გაირკვევა.
შეგახსენებთ, რომ I დივიზიონში ასპარეზობის უფლებას ისე ნაკრებები მიიღებენ, რომლებიც ფინალში გააღწევენ.