23 ოქტომბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა და მოადგილე თამაზ თევზაძემ ხელბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას და ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლეს.
ჟურნალისტებისთვის გამართული პრესკონფერენცია კი რამდენიმე თემას დაეთმო – საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს, რომელიც 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის ემზადება და 27 ოქტომბერს ყატარში გამასამართ ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის კონგრეს, სადაც 2017 წლის 19-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის ვინაობა გაირკვევა. მსოფლიოს პირველობაზე განაცხადი საქართველოს და ხორვატიას აქვთ შეტანილი.
ხელბურთელა ნაკრები კი სერბი თავკაცის ჯორჯ რასიჩის თავკაცობით მოახლოებული მატჩებისთვის თბილისში ემზადება. გუნდი 26 ოქტომბერს უკრაინაში გაემგზავრება და მასპინძელთა ნაკრებთან 27 და 28 ოქტომბერს ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.
ნაკრები 29 ოქტომბერს ვილნიუსში ჩაფრინდება და 30-ში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში ლიტვის ნაკრებს დაუპირისპირდება, 3 ნოემბერს 18:00 საათზე კი, სპორტის სასახლეში ფინეთის ნაკრებს უმასპინძლებს. ოთხგუნდიანი ჯგუფიდან, რომლის მეოთხე წევრიც თურქეთის ნაკრებია, მომდევნო ეტაპზე ერთი საუკეთესო გადის.
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები
მეკარეები: შოთა თევზაძე, გიგა ტორონჯაძე.
მოედნის მოთამაშეები: სერგო დათუკაშვილი, ვლადიმერ რუსია, რატი მსხვილიძე, რევაზ ჭანტურია, ირაკლი ჩიქოვანი, აკაკი ტალახაძე, ლევან ბერძენიშვილი, ილია გოგალაძე, გიორგი გვაზავა, უჩა გამზარდია, ზურაბ აბრამიშვილი, ოთარ ამირანაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ჯორჯ რასიჩი.
მწვრთნელები: ირაკლი კეკელიძე, ბექა ორჯონიკიძე.
ექიმი: ლევან ლინიკი.
მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია. ევროპის პირველი ეტაპი
პირველი ჯგუფი: ლიტვა, თურქეთი, საქართველო, ფინეთი
30 ოქტომბერი: ლიტვა - საქართველო, ფინეთი - თურქეთი
3 ნოემბერი: თურქეთი - ლიტვა, საქართველო-ფინეთი
2 იანვარი: ფინეთი - ლიტვა, თურქეთი - საქართველო
4-5 იანვარი: ლიტვა - ფინეთი, საქართველო - თურქეთი
8-9 იანვარი: საქართველო - ლიტვა, თურქეთი - ფინეთი
11-12 იანვარი: ლიტვა - თურქეთი, ფინეთი - საქართველო
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური