ჩეხეთში დასრულებულ “ა” კატეგორიის ტურნირზე კრივში, რომელშიც 15 ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობდნენ, წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა.
ქალაქ უსტი ნად ლაბემში, ჩვენმა 6-კაციანმა გუნდმა გამოსვლა 2 ოქროს, 2 ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
69 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველობა არავის დაუთმო
კვარლცხბეკის უმაღლეს საფეხურამდე ერთი ნაბიჯი დააკლდათ ოთარ ერანოსიანს (60 კგ.) და გოჩა აბაშიძეს (75 კგ.), ხოლო ნიკოლოზ სეხნიაშვილი (81 კგ.) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
საქართველოს ნაკრები ჩეხეთიდან 9 ივნისს დაბრუნდება.
www.geonoc.org.ge