საქართველოს მოფარიკავეთა ეროვნული ნაკრების წევრები 5-10 აგვისტოს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებენ მონაწილეობას.
მსოფლიო ჩემპიონატზე 6 ქართველი მოფარიკავე მოსინჯავს ძალებს. საქართველოს ნაკრები ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრიშიც ჩაერთვება ხმლით ფარიკაობაში.
ეროვნული გუნდი მთავარ მწვრთნელ მერაბ ბაზაძის, ფარიკაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ლევან კირკიტაძის და ფედერაციის გენერალური მდივნის დავით სახვაძის ხელმძღვანელობით, ბუდაპეშტში 2 აგვისტოს გაემგზავრა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
სანდრო ბაზაძე (ხმალი)
ბექა ბაზაძე (ხმალი)
მიხეილ მარდალეიშვილი (ხმალი)
საბა სულამანიძე (ხმალი)
ლუკა ღაღანიძე (რაპირა)
მიქაელ მიქაელიანი (დაშნა)
მთავარი მწვრთნელი: მერაბ ბაზაძე
საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური