ბარსელონაში მიმდინარე საწყლოსნო სახეობათა მსოფლიოს ჩემპიონატზე 31 ივლისიდან 3 ქართველი მოცურავე მოსინჯავს ძალებს.
მწვრთნელების – ზურაბ ხომასურიძისა და ირინა მინჟულინას ხელმძღვანელობით, ბარსელონას აუზ “
ირაკლი ბოლქვაძე 200 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში 31 ივლისს გაცურავს. ამავე დღეს თავისუფალი ყაიდით 100 მეტრზე გამოვა დავით სიხარულიძე. 1 აგვისტოს ბოლქვაძე ამჯერად 200 მეტრზე ბრასით ცურვაში გაეჯიბრება უძლიერეს სპორტსმენებს.
სიხარულიძე 2 აგვისტოს 50 მეტრზე თავისუფალი ყაიდით იცურავებს. 3 აგვისტოს თეონა ბოსტაშვილი 50 მეტრზე ბრასით ცურვაში მიიღებს მონაწილეობას.
აღსანიშნავია, რომ 2012 წელს ახალგაზრდა მოცურავეთა ევროპის პირველობაზე ირაკლი ბოლქვაძემ 200 მეტრზე ბრასით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და 2013 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის სალიცენზიო ნორმატივი შეასრულა, შემდეგ კი ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე მიიღო მონაწილეობა.
ბარსელონაში უკვე დაამთავრეს გამოსვლა წყალში მხტომელებმა. 3-მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში ჭოლა ჭანტურიამ, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე მეშვიდე იყო, საკუთარი შესაძლებლობები ვერ გამოავლინა და 46 მონაწილეს შორის მე-40 ადგილი დაიკავა.
სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური