ევრობასკეტ 2015-ის შესარჩევ ტურნირში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები ცნობილნი არიან. ბარსელონას სასტუმრო "მეჯისტიკში" გამართული კენჭისყრის შედეგად ჩვენი ნაკრების მეტოქეები გამოვლინდნენ - საქართველო E ჯგუფში ჩეხეთთან, პორტუგალიასთან და უნგრეთთან მოხვდა.
კალენდარიც ცნობილია: ქართველები ევროშესარჩევ ტურნირს 10 აგვისტოს შინ, ჩეხეთთან მატჩით იწყებენ, რის შემდეგაც 3 გასვლითი თამაში აქვთ - 13 აგვისტოს უნგრეთში, 17 აგვისტოს - პორტუგალიაში და 20 აგვისტოს - ჩეხეთში. საქართველო შესარჩევ ტურნირს 2 საშინაო მატჩით დაასრულებს - 24 აგვისტოს უნგრეთს უმასპინძლებს, ხოლო 27-ში - პორტუგალიას.
საქართველო 4-გუნდიან ჯგუფში მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი მე-2 ადგილზე გავიდა, ბოლო - მე-4 ადგილზე გასულ გუნდთან ნაჩვენები შედეგები "ჩამოეჭრება" და დანარჩენი ჯგუფების მეორეადგილოსნებთან ცალკე კლასიფიკაციაში მოხვდება. ეს საიმისოდაა საჭირო, რომ ევრობასკეტის საგზურის მფლობელები გამოვლინდნენ. ჯგუფებში გამარჯვებულ 7 გუნდს, 6 საუკეთესო მეორეადგილოსანი დაემატება. უარესი შედეგის მქონე მეორეადგილოსანი კი ევროპის ჩემპიონატის მიღმა დარჩება.
A ჯგუფი: ისლანდია, დიდი ბრიტანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა.
B ჯგუფი: ბულგარეთი, ისრაელი, მონტენეგრო, ჰოლანდია.
C ჯგუფი: ავსტრია, პოლონეთი, გერმანია, ლუქსემბურგი.
D ჯგუფი: ბელარუსი, მაკედონია, ბელგია, დანია.
E ჯგუფი: პორტუგალია, საქართველო, ჩეხეთი, უნგრეთი.
F ჯგუფი: სლოვაკეთი, შვედეთი, ლატვია, რუმინეთი.
G ჯგუფი: შვეიცარია, რუსეთი, იტალია.
E ჯგუფის კალენდარი
10 აგვისტო
საქართველო - ჩეხეთი
პორტუგალია - უნგრეთი
13 აგვისტო
ჩეხეთი - პორტუგალია
უნგრეთი - საქართველო
17 აგვისტო
პორტუგალია - საქართველო
ჩეხეთი - უნგრეთი
20 აგვისტო
უნგრეთი - პორტუგალია
ჩეხეთი - საქართველო
24 აგვისტო
პორტუგალია - ჩეხეთი
საქართველო - უნგრეთი
27 აგვისტო
საქართველო - პორტუგალია
უნგრეთი - ჩეხეთი
www.gbf.ge