ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგში ისევ 7 ქართველი ჩოგბურთელია, რომელთაგან საუკეთესო შედეგი სოფო შაფათავას გააჩნია. იგი 285 ქულით 206-ე ადგილზე გახლავთ.
206 (201). სოფო შაფათავა – 285; 358 (312). ოქსანა კალაშნიკოვა – 115; 377 (380). ეკატერინე გორგოძე – 108; 451 (450). მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი – 81; 626 (629). სოფო ქვაცაბაია – 43; 1177 (1175). მარიამ ბოლქვაძე – 6; 1265 (1264). თამარ ჭალაგანიძე – 3;
მიმდინარე კვირაში შარმ ელ შეიხის 10-ათასიან ტურნირში ჩაება ანა ქადაგიძე. იგი კვალიფიკაციაში სერბ ტეოდორა რადოსავლიევიჩთან 0:6, 0:6 განადგურდა, თუმცა, ძირითად ბადეში “იღბლიანი წაგებულის” სტატუსით მოხვდა და ავსტრიელ პია კიონიგს ეთამაშება. წყვილებში ქადაგიძე და რუსი ანასტასია ციგანოვა ბრიტანელ სილვას და ბელგიელ ვან დერ სიპტს გაეჯიბრებიან.
ანტალიის 10-ათასიანი ტურნირის საკვალიფიკაციო ბადეში მარიამ კანდელაკი უნგრელ ანა ბონდართან ასევე 0:6, 0:6 დამარცხდა და შეჯიბრს გაემოეთიშა.
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) კლასიფიკაციაში 157 ქულით 294-ე ადგილზე გადაინაცვლა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ხოლო ალექსანდრე მეტრეველი 39 ქულით 653-ე პოზიციაზეა.