კალათბურთი

19:44 | 21.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი 18-წლამდელები გერმანიასთან დამარცხდნენ

18-წლამდელთა კალათბურთელთა ნაკრების მორიგი მარცხი ევროპის ჩემპიონატზე. მაკედონიის ქალაქ შტრუმიცეში მიმდინარე B დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე მიხეილ ბერუაშვილის გუნდმა მეოთხე მატჩი გამართა და გერმანიასთან 62:86 წააგო.

ქართველებმა გერმანელებს წინააღმდეგობა პირველ მეოთხედში გაუწიეს, რომელიც ფრედ – 17:17 დასრულდა. მეორე და მესამე პერიოდები გერმანელებმა 10-10 ქულით, შესაბამისად 20:10 და 25:15 მოიგეს, რითაც გამარჯვებულის ვინაობა გაარკვიეს.

საქართველოს ნაკრებში კარგად ითამაშა ალექსანდრე ბოლქვაძემ, მაგრამ მხოლოდ მისი გარჯა წარმატების მისაღწევად საკმარისი არ აღმოჩნდა. ბოლქვაძემ 19 ქულა მოაგროვა, ორცა ვერც ერთი მისი თანაგუნდელი 8 ქულასაც კი ვერ ასცდა.

ქართველები განსაკუთრებით სამწამიან ზონაში დაიჩაგრნენ, სადაც გამუდმებით ჯარიმდებოდნენ. საჯარიმოს სროლებით გერმანელებმა 18 ქულა მოიპოვეს, ქართველებმა კი მხოლოდ – 2.

ტურნირზე პირველი გამარჯვების მოპოვებას ქართველები ბოლო ტურში, ნორვეგიასთან ეცდებიან. სკანდინავიელებმა ქართველების მსგავსად მოგების გემო არ იციან.

 

ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. მაკედონია. შტრუმიცე. 21 ივლისი

გერმანია – საქარველო 86:62 (17:17, 20:10, 25:15, 24:20)

www.gbf.ge

0.130456