ჭიდაობა

16:17 | 9.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველებს ორი ბრინჯაოს შანსი მიეცათ

 საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებს ჯუმბერ ყველაშვილსა (74 კგ) და ელიზბარ ოდიკაძეს (97 კგ) მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს თითო გამარჯვება აშორებთ.

უზბეკეთში მიმდინარე სეზონის უმთავრეს ტურნირზე ყველაშვილმა ძირითად ბადეში თურქი სონერ დემიტრაში (4:3), ყაზახი გალიმჟან უსერბაიევი (5:1) და აზერბაიჯანელი აშრაფ ალიევი (9:5) ჩამოიშორა. მახევარფინალში კი იაპონელ სოსუკე ტაკატანისთან 1:3 დამარცხდა და მესამე საპრიზო ადგილის დასაკავებლად კუბელ ლივან ლოპესს დაუპირისპირდება.

ოდიკაძემ ოქროს მედლისთვის ჭიდაობის გაგრძელების შანსი მეორე წრეში დაკარგა, აზერბაიჯანის ნაკრების უხვტიტულა წევრ ხეთაგ გაზიუმოვთან თანაბარ ბრძოლაში წაგებით (1:2). იქამდე ქართველმა სპორტსმენმა მექსიკელი იესი რუიზ ფლორესს სძლია (10:0), ხოლო მას შემდეგ, რაც გაზიუმოვი ფინალში გავიდა, თავად “ბრინჯაოს გზაზე” გადაერთო. მოლდოველ ნიკოლაი ჩებანს სასურველი ფრით (2:2) გასცდა, ხოლო მონღოლ ხუდერბულგა დორჟხანდს 3:2 მოუგო და რეპეშაჟის ფინალში უკრაინელ ვალერი ანდრიიცევთან დაჭიდების უფლება მოიპოვა.

დღესვე მედლები 61 და 65 კილოგრამ წონით კატეგორიებშიც გათამაშდება. საქართველოს დროშის ქვეშ ამ წონებში ბექა ლომთაძემ (61 კგ) და მალხაზ ზარქუამ (65 კგ) იჭიდავეს, მაგრამ ჩემპიონატზე გამოსვლა დილის პროგრამაში დაასრულეს.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 17 საათიდან დაიწყება. 

0.115666