ჩოგბურთი

0:13 | 8.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები ყაზახეთსა და ბრიტანეთში

ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირში ქართველი ჩოგბურთელებიც ჩაერთვნენ.

საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრაში მე-12 ნომრად განთესილმა გიორგი ჯავახიშვილმა მასპინძელ ადილ ელტაევს 6:1, 7:5 სძლია და ახლა, ძალებს მე-2 რეიტინგის მქონე რუს ილია ლებედევთან მოსინჯავს.

მე-12 ნომრად მიჩნეულმა გიორგი ცივაძემ უზბეკი ოიბეკ აბდურაჰიმოვი 6:0, 6:1 დაამარცხა და მერვედფინალში ასევე რუს ალან ბზაროვს გაეჯიბრება.

ძირითად ბადეში პირდაპირაა დაშვებული ალექსანდრე მეტრეველი, რომლის მეტოქეც რუსი ფიოდორ ჩერვიაკოვი იქნება.

წყვილთა ტურნირში ალექსანდრე მეტრეველი და ყაზახი დენის იევსეევი მე-3 განთესვის მქონე ესტონელ ვლადიმირ ივანოვს და რუს ივან ნედელკოს დაუპირისპირდებიან.

ინგლისურ გლოსტერში 10-ათასიანი ტურნირის კვალიფიკაცია დასძლია მარიამ ბოლქვაძემ. მე-5 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა ბრიტანელ მოლი რიდს 6:2, 6:4 მოუგო და ძირითად ბადეში ფრანგ ოუშენ ადამს ეთამაშება.

0.117184