ქართველი მოჭადრაკეები ლევან ფანცულაია (2590) და ლუკა პაიჭაძე (2542) თბილისის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე ნონა გაფრინდაშვილის თასის გათამაშების ლიდერებად რჩებიან. 6 ტურის შემდეგ, მათ აქტივში 5.0-5.0 ქულაა.
გასულ ტურში ლიდერებმა ყაიმები დააფიქსირეს. ფანცულაია თეთრებით ბრაზილიელი ალექსანდერ ფიერს (2579) დაუზავდა, პაიჭაძე კი შავებით – უკრაინელ ანდრეი ბარიშპოლეცს (2540).
ლევანს და ლუკას 0.5 ქულით 5 მოჭადრაკისგან შემდგარი ჯგუფი ჩამორჩება, რომელთა შორის ხსენებული ბარიშპოლეცი და ფიერი არიან და კიდევ კონსტანტინე შანავა (2550), რობერტ ჰოვანისიანი (სომხეთი, 2592) და ტიგრან პეტროსიანი (სომხეთი, 2422).
მე-7 ტურში პეტროსიანი ფანცულაიას ეთამაშება, პაიჭაძე – შანავას, ჰოვანისიანი – ბარიშპოლეცს, ხოლო ფიერი – ლევონ ბაბუჯიანს (სომხეთი, 2484).