ივლისის სუპერტურნირის მე-11 დღე წარუმატებელი გამოდგა ქართველი სუმოისტებისთვის – როგორც ტოჩინოშინმა, ასევე გაგამარუმ მარცხი განიცადეს.
რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში მოასპარეზე ლევან გორგაძემ 9 მოგების ფონზე მე-2 მარცხი მე-4 რეიტინგის მქონე ჰომარეფუჯისთან ოშიდაშით განიცადა. ახლა, ტოჩინოშინი, რომელიც ძურიოს აღმოსავლეთის მე-12 ნომერია, მე-3 ნომერ იჩინოჯოს კვლავ 1 გამარჯვებით ჩამორჩება, მისდარი მონაგარი კი ტაკანოივას (მე-3) გააჩნია.
ნაგოიას ბაშოს მე-12 დღეს ერთმანეთის პირისპირ სწორედ ტოჩინოშინი და ტაკანოივა დადგებიან.
გამარჯვებასთან ახლოს იყო გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი, რომელიც აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირას ტიტულით ირჯება. მან დასავლეთის მე-15 მაეგაშირა ტოკიტენკუ დოჰიოს კიდესთან მიიმწყვდია, თუმცა, საპასუხო ჰატაკიმომის ვეღარ გაუმკლავდა.
გაგამარუს 5 მოგება და 6 მარცხი მოუგროვდა და დარჩენილ ბრძოლებში მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, რომ დარჩენილ ბრძოლებში კაჩი-კოში ანუ დადებითი ბალანსი შეიანრჩუნოს. თუკი ჯუღელი მომდევნო ოთხი ბრძოლიდან სამში იმარჯვებს, ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში დარჩება, თუ არადა, ძურიოში დაქვეითება მოუწევს.
ქართველი გოლიათის შემდეგი მოწინააღმდეგე დასავლეთის მე-8 მაეგაშირა ტოიოჰიბიკია, რომელთანაც თეიმურაზს თანაბარი ბალანსი (4 მოგება, 4 მარცხი) გააჩნია.
მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა მაკუუჩის სათავეებში. 10 მოგების კვალად პირველი მარცხი განიცადა იოკოძუნა ჰაკუჰომ. “თეთრმა ფენიქსმა” სეკივაკე გოეიდოსთან წაიფორხილა და ოძეკი კოტოშოგიკუს დაწევის საშუალება მისცა. 9-9 გამარჯვება მოუგროვდათ ხსენებულ გოეიდოს, იოკოძუნა კაკურიუს და დასავლეთის მე-9 მაეგაშირა ტაკაიასუს.
ნაგოიას ბაშოს მე-11 დღის მიმოხილვა
http://www.youtube.com/watch?v=09Hc0kQqpq0