ჩოგბურთი

15:20 | 15.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები ანტალიურ ნახევარფინალებში

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ ანტალიის 10-ათასიანი ტურნირის ნახევარფინალში გააღწია. მეოთხედფინალურ შეხვედრაში მე-3 ნომრად განთესილმა გორგოძემ იაპონელი იოშიმი კავასაკი 6:3, 6:4 დაამარცხა, მომდევნო თამაშში კი ჰოლანდიელ მონიკ ზუურს გაეჯიბრება, რომელმაც გზიდან სოფო ქვაცაბაია ჩამოიცილა – 6:3, 6:3.

ანტალიაშივე, ვაჟთა 10-ათასიანი ტურნირის ნახევარფინალში იასპარეზებს მე-2 რეიტინგის მქონე ნიკოლოზ ბასილაშვილი. ქართველმა ჩოგბურთელმა მე-6 განთესვის მქონე ჰოლანდიელ კოლინ ვან ბეემს 0:6, 6:3, 7:6 (7:3) მოუგო. ნახევარფინალში ნიკოლოზის მოწინააღმდეგე რუმინელი ტეოდორ-დაჩიან გრაჩიუნი (მე-7) იქნება.

წყვილთა ტურნირის ნახევარფინალში მე-2 ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა და სერბმა მილიან ზეკიჩმა ხსენებულ ვან ბეემს და ბენინელ ალექსის კლეგუს 6:4, 6:2 სძლიეს და ფინალში გერმანულ დუეტს (ტომ შონენბერგი-მატიას ვიუნერი) ეთამაშებიან.

0.113617