ქართველმა ჩოგბურთელებმა ეკატერინე გორგოძემ და სოფო ქვაცაბაიამ, რომელთაც თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე მე-2 განთესვა გააჩნიათ, ნახევარფინალში გააღწიეს.
გორგოძემ და ქვაცაბაიამ შვედური წყვილი (ალგურინი-ვულკანი) 7:5, 6:3 დაამარცხეს და ფინალში გასასვლელად კიდევ ერთ შვედ ჩელიკს და იაპონელ ტაკაჰატას გაეჯიბრებიან. ამ უკანასკნელთ რუს ჟურიკოვას და სლოვაკ ლიკინას 6:1, 6:2 სძლიეს.