სხვა

1:08 | 16.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართული წყვილი ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა

ელენე გედევანიშვილის კვალად, ბუდაპეშტში მიმდინარე ფიგურულ ციგურაობაში 2014 წლის ევროპის ჩემპიონატში ყინულზე მოცეკვავეთა ქართული წყვილიც ჩაება, თუმცა, წარუმატებლად.

ოთარ ჯაფარიძემ და ანგელინა ტელეგინამ მოკლე პროგრამაში 29 მონაწილეს შორის მხოლოდ ორ დუეტს აჯობეს და შესაბამისად, 27-ე ადგილი დაიკავეს.

ქართველმა სპორტსმენებმა 42.07 ქულა (21.36 პუნქტი ტექნიკურ ელემენტებში, 20.71 პუნქტი პროგრამულ კომპონენტებში) მიიღეს და ცხადია, თავისუფალი პროგრამის მიღმა დარჩნენ, რადგანაც ფინალში 20 საუკეთესო წყვილი გადიოდა.

ცნობისთვის, მოკლე პროგრამის შემდეგ ფავორიტებად იტალიური და რუსული დუეტები მიჩნევიან. ანა ჩაპელინის და ლუკა ლანოტეს 69.58 ქულა გააჩნიათ, ხოლო ელენა ილინიხი და ნიკიტა კაცალაპოვი მათ მხოლოდ 0.4 პუნქტით ჩამორჩებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112215