ფეხბურთი

13:35 | 20.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ლეგიონის ოფიციალურები და ამხანაგურები

პორტუგალიის საფეხბურთო პრიმეირა ლიგის მე-16 ტურში, “ჟილ ვისენტემ”, სადაც ავთო ებრალიძე თამაშობს, სტუმრად “აკადემიკასთან” 0:1 წააგო. ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და მოედანზე შეცვლაზე 72-ე წუთზე შევიდა. “ჟილ ვისენტეს” 18 ქულა აქვს და 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა.

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა რუსეთის პრემიერლიგაში მოასპარეზე ყაზანის “რუბინმა”, რომლის ღირსებასაც სოლომონ კვირკველია  და მერაბ ურიდია იცავენ, პირველ ამხანაგურ მატჩში ადგილობრივი სუპერლიგის “ქაისერ ერჯიასფორი” 2:0 დაამარცხა. კვირკველიამ პირველი ტაიმი ჩაატარა, ხოლო ურიდიამ 65-ე წუთიდან ითამაშა.

თურქულმა “ქაისერისფორმა”, რომელშიც ზურაბ ხიზანიშვილი გამოდის, შეკრებაზე ალბანურ “ტეუტასთან” 0:0 ითამაშა. ქართველი მცველი სასტარტოში იმყოფებოდა და შესვენების მერე შეცვალეს.

ბიალისტოკის “იაგელონიამ” საკონტროლო შეხვედრაში გდინიას “არკას” 2:0 აჯობა. გიორგი ფოფხაძე გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 64-ე წუთზე შეცვალეს. ნიკა ძალამიძე ტრავმის მორჩენის შემდეგ, ჯერ ინდივიდუალურად ვარჯიშობს და ჯერ თამაშის უფლება არ აქვს.

აზერბაიჯანულმა აგდამის “ყარაბაღმა” თურქულ შეკრებაზე საკონტროლო თამაშში ბუქარესტის “დინამოს” 1:0 მოუგო. ნიკა გელაშვილს გამარჯვებულთა შემადგენლობაში არ უთამაშია, რადგან ტრავმირებულია.

0.10931