ფეხბურთი

23:30 | 19.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ქართული” დერბი მარიუპოლში

უკრაინის პრემიერლიგის ბოლოსწინა 29-ე ტურში ყველაზე “ქართული” მატჩი მარიუპოლში შედგა, სადაც დავით თარგამაძის და თორნიკე ოქრიაშვილის “ილიჩევეცი” ჯაბა ლიპარტიას “ზორიას” დაუხვდა და ლუგანსკელებთან 1:2 დამარცხდა.

შეხვედრაში მონაწილეობა სამივე ქართველმა ფეხბურთელმა მიიღო. თარგამაძე და ოქრიაშვილი შეუცვლელად გაისარჯნენ, ხოლო ლიპარტია მოედანზე თამაშში უკვე მსაჯის მიერ დამატებულ დროში ჩაერთო. ”ილიჩევეცი” 38 ქულით მე-8 ადგილზეა, ხოლო “ზორია” 34 ქულით – მეათეზე.

ტურის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა ხარკოვში შედგა, სადაც “მეტალისტმა” დნეპროპეტროვსკის “დნიპრო” 2:1 დაამარცხა. სტუმართა მაისურით ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო სანდრო კობახიძე თადარიგში დარჩა. “დნიპრო” 53 ქულით მე-4 საფეხურზე იმყოფება.

უკანასკნელი ტურის თამაშები შედგა თურქულ სუპერლიგაში. ზურაბ ხიზანიშვილის “ქაისერისფორმა” ერთ-ერთი გრანდ სტამბულის “ბეშიქთაშს” 2:0 სძლია და 52 ქულით მე-5 ადგილზე დამკვიდრდა. ქართველმა მცველმა მინდორზე 90 წუთი გაატარა. ქაისერელებს 2 ქულით ჩამორჩა და მე-6 ადგილზე გავიდა “ქაშიმფაშა”, რომელსაც შოთა არველაძე წვრთნის. შოთას კლუბმა სტუმრად “ისთანბულს” 2:1 მოუგო.

0.119767