იაპონიის ქალაქ საიტამაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში ყინულზე ცეკვაში ტურნირზე ქართულმა წყვილმა (ანგელინა ტელეგინა-ოთარ ჯაფარიძე) ცუდი შედეგი აჩვენა და ფინალში გასვლა ვერ მოახერხა.
ტელეგინამ და ჯაფარიძემ მოკლე პროგრამაში მხოლოდ 42.85 ქულა (22.50 ტექნიკურ ელემენტებში+20.35 პროგრამულ კომპონენტებში) მოაგროვეს და ყინულზე გასულ 32 წყვილს შორის ერთადერთს აჯობეს. თავისუფალი პროგრამის შესრულების უფლებას მოწინავე ოცეული იღებდა, ამდენად, ცხდია, რომ 31-ე ადგილზე გასულმა ქართველებმა მიზანს ვერ მიაღწიეს.
ყინულზე ცეკვაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული უაღრესად დრამატულ ბრძოლაში იტალიელებმა ანა ჩაპელინიმ და ლუკა ლანოტემ მოიპოვეს 175.43 ქულით. საინტერესოა, რომ აპენინელებმა კანადელებს (ვივერი-პოიე) 0.2 ქულით აჯობეს, ხოლო – ფრანგებს (პეშალა-ბურზა) 0.6-ით.
აქვე ქალთა და მამაკაცთა პროგრამების მოწინავე სამეულებსაც გაგაცნობთ, სადაც მოწინავე საფეუხურზე იაპონელ სპორტსმენებს ვხედავთ. ქალები: მაო ასადა (იაპონია) – 216.69 ქულა; 2. იულია ლიპნიცკაია (რუსეთი) – 207.50; 3. კაროლინა კოსტნერი (იტალია) – 203.83; კაცები: იუზურუ ჰანიუ (იაპონია) – 282.59; 2. ტაცუკი მაჩიდა (იაპონია) – 282.26; 3. ხავიერ ფერნანდესი (ესპანეთი) – 275.83;