ფეხბურთი

13:54 | 10.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქარიმ ბენზემა: “საშინელი მატჩი ჩავატარეთ”

საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო გუნდის თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ ბრაზილიის ნაკრებთან ამხანაგურ თამაშში წაგების მერე (0:3) აღნიშნა, რომ “სამფეროვნებმა” საშინლად ითამაშეს.

“წაგება ყოველთვის რთულია, მაგრამ 0:3 მარცხი ნამდვილად მძიმეა. საშინელი მატჩი ჩავატარეთ. მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგური თამაში იყო, ჩვენ და ბრაზილია კონკურენტები ვართ. გუნდში ყველა იმედგაცრუებულია. პირველ ტაიმში მეტოქის კარის მიმართულებით რამდენჯერმე დავარტყით, მაგრამ ვერ გავიტანეთ. შემდეგ ყველაფერი დაიშალა და მეორე ტაიმში საგოლე მომენტი არ გვქონია. წაგების შემდეგ ყოველთვის ნერვიულობ. თუმცა, ახლა შვებულებაში გავალთ, კარგად დავისვენებთ და სექტემბრისთვის მოვემზადებით.

თავი რატომ ვერ გამოვიჩინე? სიმართლე გითხრათ, ეს რთულია ჩემთვისაც, ჟირუსთვისაც, გომისისითვისაც და ნებისმიერი სხვა ფორვარდისთვის. თამაშის დროს 10 საგოლე მომენტი არ იქმნება და ზოგჯერ შეიძლება მხოლოდ ერთი შანსი გქონდეს. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რათა თავდამსხელებს შეტევაში მეტი საგოლე მომენტები ჰქონდეთ”, – იუწყება ბენზემას სიტყვებს France Football-ი.


თეგებიბენზემა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.122082