ჩოგბურთი

20:44 | 1.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქალებმა მეოთხედფინალისტები გაარკვიეს

 უიმბლდონ2013-ის მიმდინარე ტურნირზე ქალთა ერთეულთა თანრიგში მეოთხედფინალში ვერ გააღწიეს მსოფლიოს კლასიფიკაციის მოწინავე სამეულის წევრებმა – სერენა უილიამსმა, მარია შარაპოვამ და ვიკტორია აზარენკამ. მათგან განსხვავებით, 8 საუკეთესო მონაწილეს შორის გააღწია რეიტინგსიის მეოთხე ნომერმა აგნეშკა რადვანსკამ.

24 წლის პოლონელმა მასზე ერთი წლით უფროს ბულგარელ ცვეტანა პირონკოვას 4:6, 6:3, 6:3 მოუგო. პოლონურ-ბულგარული დაპირისპირება 2 საათსა და 24 წუთს გაგრძელდა, რომლის განმავლობაშიც აგნეშკამ 4 ბრეიკი და 3 ეისი შეასრულა. რადვანსკასა და პირონკოვას პირადი შეხვედრების ანგარიში 10:2 გახდა.

 მეოთხედფინალში ერთმანეთს შეხვდებიან

მარიონ ბარტოლი (საფრანგეთი) – სლოან სტივენსი (აშშ)

საბინ ლისიცკი (გერმანია) – კაია კანეპი (ესტონეთი)

კირსტენ ფლიპკენსი (ბელგია) – პეტრა კვიტოვა (ჩეხეთი)

ნა ლი (ჩინეთი) – აგნეშკა რადვანსკა (პოლონეთი)

0.125138