ფეხბურთი

18:50 | 10.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

Punto Pelota: “რეალი” და ანჩელოტი შეთანხმდნენ

 

ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, თუ ჟოზე მოურინიომ მადრიდის “რეალი” დატოვა, პორტუგალიელს კარლო ანჩელოტი ჩაანაცვლებს, რომელსაც “სამეფო კლუბთან” შეთანხმება უკვე აქვს დადებული.

უკვე დიდი ხანია მიდის საუბრები იმაზე, რომ სეზონის ბოლოს, მოურინიო “რეალს” დატოვებს. საკუთარ მომავალთან დაკავშირებით, გადაჭრით საუბარს ვერც თავად პორტუგალიელი ახერხებს. ამის პარალელურად, არის შანსი, რომ პსჟ დატოვოს კარლო ანჩელოტიმ და ესპანელმა ჟურნალისტებმა იტალიელი მადრიდულ გუნდთან კიდევ ერთხელ დააკავშირეს.

Punto Pelota-ს ცნობით, ჟოზე მოურინიოს “რეალიდან” წასვლის შემთხვევაში, მის ადგილს სწორედ ანჩელოტი დაიკავებს, რომელთანაც მადრიდული კლუბი უკვე შეთანხმებულია.

0.125585