ფეხბურთი

18:40 | 21.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

პუიოლი: “მილანმა” მებრძოლი სული გამოავლინა”

კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა, ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში, “მილანთან” 0:2 წაგების შემდეგ, მეტოქის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

“ანგარიშით 0:2 წაგება ჩვენთვის სერიოზული დარტყმაა. ჯერ კიდევ თამაშამდე ვიცოდით, რომ “მილანის” დონის გუნდებთან იოლ დაპირისპირებას არ უნდა ველოდეთ. მასპინძლებმა ნამდვილი მებრძოლი სული გამოავლინეს. მილანელები ძალიან აგრესიულად მოქმედებდნენ და ჩვენი ფეხბურთის თამაშის საშუალებას არ გვაძლევდნენ. თამაშს მთელი 90 წუთის განმავლობაში ვაკონტროლებდით, მაგრამ რეალურად სახიფათო მომენტების შექმნას ვერ ვახერხებდით. გარდა იმისა, რომ “მილანი” დაცვაში საიმედოდ თამაშობდა, იტალიელებმა 2 ბურთის გატანაც მოახერხეს. მასპინძლებს ბევრი სახიფათო მომენტი არ შეუქმნიათ, მაგრამ 2 მათგანის რეალიზება მათ მაინც შესძლეს. ვიმეორებ – ვიცოდით, რომ “სან სიროზე” იოლი თამაში არ გველოდა.

განმეორებით მატჩში სხვაგვარად უნდა ვითამაშოთ. არსებული ჩამორჩენის გაბათილება იოლი არაა, მაგრამ საკუთარი თავის გვჯერა, ხოლო “კამპ ნოუზე” გულშემატკივარიც დაგვეხმარება. არ მინდა, ჩემდეგ ეტაპზე ჩვენი გასვლის შანსები პროცენტულად შევაფასო, მაგრამ ცხადია, რომ რთული ამოცანის წინაშე ვდგავართ. 1/4-ფინალში გასასვლელად, ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ და საკუთარი ძალების ვირწმუნოთ. მნიშვნელოვან თამაშებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება გვაქვს. ძალიან კარგად ვიცით, რა გველის ბარსელონაში.” – ციტირებს პუიოლის სიტყვებს UEFA-ს ოფიციალურივ ვებგვერდი.

0.125611