ფეხბურთი

15:12 | 13.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

პსვ კოკუს ოფიციალურად ჩააბარეს

ჰოლანდიურ პსვ-ს მომდევნო სეზონიდან ფილიპ კოკუ რომ უხელმძღვანელებდა, აქამდეც ცნობილი იყო, მაგრამ სადღეისოდ, კლუბი 42 წლის სპეციალისტის დანიშვნას უკვე ოფიციალურად ადასტურებს.

ეინდჰოვენელთა ოფიციალური საიტის ცნობით, კოკუმ პსვ-სთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. სამწვრთნელო შტაბში იქნებიან ერნესტ ფაბერი და კრის ვან დერ ვერდენი, რომლებიც კოკუსთან ერთად, დიკ ადვოკატის თანაშემწეები გახლდნენ.

შეგახსენებთ, რომ კოკუმ საფეხბურთო კარიერია სწორედ პსვ-ში დაიწყო, 2004-2007 წლებში კი, ამ კლუბში დაბრუნდა და კარიერაც დაასრულა. 

 

0.113674