ფეხბურთი

14:33 | 18.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ ვარანისთვისაც იბრძოლებს

ფრანგული “პარი სენ-ჟერმენი” მადრიდის “რეალის” ახალგაზრდა მცველის – რაფაელ ვარანის შეძენითაა დაინტერესებული. ამის შესახებ France Football-ი იუწყება.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, პსჟ-ს ხელმძღვანელობა გუნდის თავკაც ლორან ბლანს შემადგენლობის გასაძლიერებლად 150 მილიონ ევროს გამოუყოფს და ვარანის ტრანსფერისთვის საჭირო თანხაც აქედან დაიფარება.

როგორც უკვე ვიუწყებოდით, იანვარში, პარიზელები პოლ პოგბას, ხუან მატასა და იოან კაბაიეს შეძენასაც ეცდებიან.

 

0.120893