ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” ტრავმირებული მცველი ტიაგუ სილვა მოედანზე გასვლას საფრანგეთის ჩემპიონატის უახლოეს ტურში შეძლებს. L’Equipe-ს ცნობით, ბრაზილიელი საწვრთნელ პროცესს უახლოეს პერიოდში განაახლებს.
სილვამ ტრავმა “აიაჩოსთან” მატჩში მიიღო. ეს შეხვედრა იანვრის დასაწყისში ჩატარდა და მას შემდეგ მცველი ლაზარეთში იმყოფებოდა.
ფრანგული პრესა ირწმუნება, რომ ტიაგუ სილვა “მარსელთან” კვირას გასამართ მატჩში მონაწილეობის მიღებას შეძლებს.