საფრანგეთის ჩემპიონი პსჟ, შესაძლოა, ბრაზილიელ მცველ ტიაგო სილვას გარეშე, დაახლოებით 3-6 კვირის განმავლობაში დარჩეს.
Le Parisien-ის ცნობით, 29 წლის ფეხბურთელმა, “მონაკოსთან” 1:1 დასრულებულ შეხვედრაში ბარძაყი დაიზიანა და მე-16 წუთზე შეცვალეს.
“მას სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევა კვირის დასაწყისში ჩაუტარდება. ტიაგო სილვას ბარძაყთან დაკავშირებული პრობლემა აქვს და ვფიქრობთ, გარკვეული დროით დაგვაკლდება”, - განაცხადა პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა.
პსჟ-ს, საფრანგეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში “ვალანსიენთან” უწევს სტუმრობა, ხოლო 2 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე პორტუგალიურ “ბენფიკას” მასპინძლობს.